მადრიდის უზენაეს სასამართლოში დაიწყო 2017 წელს ესპანეთიდან გამოყოფის მცდელობისთვის ბრალდებული 12 კატალონიელი სეპარატისტის პროცესი.
ბრალდებულებს შორის არიან ოთხი ყოფილი მინისტრი, კატალონიის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ორგანიზაციების ლიდერები. მათთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის არის ამბოხება და სახელმწიფო სახსრების უკანონოდ ხარჯვა. 12-ვე უარყოფს ბრალდებებს.
კატალონიაში 2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა უმრავლესობა მიემხრო დამოუკიდებლობას. მოგვიანებით ბარსელონაში პარლამენტმა მხარი დაუჭირა ესპანეთის ამ ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას.
რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, ხოლო ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონი პირდაპირ მმართველობას დაუქვემდებარა. კატალონიელი სეპარატისტების ლიდერთაგან ზოგი დააკავეს, ზოგი უცხოეთში გაიქცა.
12 სეპარატისტი ლიდერის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მადრიდში 10 თებერვალს გაიმართა ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერთა მრავალათასიანი დემონსტრაცია