ხილიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. ცეცხლი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.