Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის წევრმა ბოდიში მოიხადა ანტისემიტური გამონათქვამისათვის


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ილხან ომარმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ტვიტერში გამოთქმული მოსაზრებისათვის, რომ ლობისტური ორგანიზაცია ფულს უხდის კონგრესის წევრებს ისრაელის მხარდაჭერისათვის.

ომარი მიეკუთვნება მუსლიმ ქალებს, რომლებიც შარშან შემდგომაზე პირველად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის წევრებად.

„ანტისემიტიზმი რეალობაა და მე მადლობელი ვარ ჩემი ებრაელი მოკავშირეებისა და კოლეგებისა, რომლებმაც მიამბეს ანტისემიტური გამონათქვამების მტკივნეულ ისტორიაზე“, განაცხადა ომარმა.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა კევინ მაკკარტიმ ის ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე გააკრიტიკა ანტიისრაელური განცხადებებისათვის. საპასუხოდ ომარმა ივარაუდა, რომ მის მოწინააღმდეგეთა მოტივი ფულია.

კონგრესის ამ მუსლიმი წევრის მიმართ კრიტიკის ბოლო მიზეზი გახდა ტვიტერში დაწერილი განცხადება, რომელშიც ომარი, ფაქტიურად, ამბობს, რომ ლობისტური ორგანიზაცია „ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკული კომიტეტი“ ფულს უხდის ამერიკელ პოლიტიკოსებს.

ორშაბათს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პალატის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც დაგმო ილხან ომარის გამონათქვამები და მას ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG