Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 22 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა


აშშ-ის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ვალმა 22,01 ტრილიონი დოლარი შეადგინა. 2017 წლის 20 იანვარს, როცა პრეზიდენტის თანამდებობა დონალდ ტრამპმა დაიკავა, სახელმწიფო ვალი 19,95 ტრილიონი დოლარი იყო.

სახელმწიფო ვალის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპის ინიციატივით განხორციელებული საგადასახადო რეფორმის და კორპორაციული გადასახადების შემცირების შედეგად, ფედერალურ ბიუჯეტს დააკლდა 1,5 ტრილიონი დოლარი. სახელმწიფო ვალის მატებას ხელი შეუწყო სამხედრო და შიდა ხარჯების გაზრდამაც.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საგადასახადო რეფორმით გამოწვეული დანაკლისი ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპით ანაზღაურდება.

სახელმწიფო ვალი ფედერალური ბიუჯეტის წლიური დეფიციტის ჯამია. აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს პროგნოზით, 2019 წელს დეფიციტი 897 მილიარდი იქნება, რაც 15%-ით მეტია 2018 წლის საბიუჯეტო დეფიციტზე. მის მატებას ხელს უწყობს სოციალური შემწეობის და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ზრდა.

XS
SM
MD
LG