საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს, რომ ნორვეგიაში დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთა შორის გრიგოლ აბრალავაცაა.
მანამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნორვეგიაში ქურდობისთვის დააკავეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელია.
სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში უთხრეს, რომ აბრალავამ იანვრის ბოლოს დაწერა განცხადება „საჯარო აუდიტის ინსტიტუტიდან“ წასვლის შესახებ, „იქამდე კი შვებულება აიღო.“
„რუსთავი 2“-ის ცნობით, ნორვეგიაში აბრალავასთან ერთად დააკავებული კიდევ ორი პირიდან ერთი თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.