Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკვე წარდგენილია რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების ფაქტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მხარდამჭერი განცხადებების არსებობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, რომელშიც დაგმობილია ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია. თუ დინამიკას დააკვირდებით, ბოლო დროს ძალიან მკაფიო მხარდაჭერის მესიჯებს ვიღებთ ჩვენი მეგობებისგან. აშშ-ს საკანონნმდებლო აქტებში ასეთი ჩანაწერების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი მადლობას უხდის ამერიკელ მეგობრებს და აცხადებს, რომ ამ მხარდაჭერის ფონზე საქართველოს უფრო გაუადვილდება საუბარი ბევრ საერთაშორისო ორგანიზიაციასთან.

XS
SM
MD
LG