Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაპოვნი ჭურვების აფეთქება დაიწყეს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სავარაუდოდ, რუსი გამნაღმველების დახმარებით დაიწყეს სოფელ ერედვთან ნაპოვნი ჭურვების აფეთქება.

ერედვის მახლობლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ დიცის მცხოვრებმა გელა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ პირველი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დიცში სახლები შეარყია.

ჭურვების აფეთქება დიცს და ოკუპირებულ ერედვს შორის მდებარე მინდორზე მიმდინარეობს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე, სარწყავ არხში 12 თებერვალს აღმოაჩინეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დარჩენილი 30-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი.

XS
SM
MD
LG