„გაზპრომთან“ ჯერ ისევ მიმდინარეობს,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 13 თერებრავალს გამართულ ბრიფინგზე. პრემიერი ჯერჯერობით არ ახმაურებს იმ მოლაპარაკებების დეტალებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს.
„ვფიქრობ, რომ მოკლე ვადაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში; მაგრამ, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი გახლავთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგო უსაფრთხოება“.
რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები უკავშირდება ბუნებრივ აირს, რომელსაც რუსეთი სომხეთს საქართველოს გავლით აწვდის. სატრანზიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის ბოლოს ამოიწურა.
ოპოზიცია შიშობს, რომ საქართველო რუსეთს შესაძლოა კაბალურ პირობებზე დათანხმდეს.