Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: აღმასრულებელი ხელისუფლება არასოდეს ჩაერევა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში


„სასამართლოს რეფორმა ძალიან სენსიტიური რეფორმაა და ამ პროცესში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.თუმცა ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ მასში აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევა არის სიმახინჯე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ 13 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნასა და მათი სახელების განხილვაში ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ჩარევა არ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ქმედება.

სასამართლო რეფორმის შეფასებისას კი პრემიერმა 2012 წლიდან დღემდე არსებული სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვის მაჩვენებელი 11-ჯერ არის შემცირებული.

„ეს არის პასუხი შეკითხვაზე, თუ რა გაკეთდა სასამართლო სისტემისთვის ბოლო წლებში, რომელსაც ხშირად სვამენ პოპულისტი პოლიტიკოსები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, სასამართლოს მოეხსნა ის პოლიტიკური წნეხი, რაც მას წინა ხელისუფლების პერიოდში ჰქონდა, თუმცა მის მიმართ ნდობის ასამაღლებლად ჯერ წინ გრძელი პროცესია.

XS
SM
MD
LG