Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქობულია დეპუტატებს 2019 წლის ეკონომიკურ გეგმებს აცნობს


გიორგი ქობულია
გიორგი ქობულია

ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას უსმენენ, რომელიც 2019 წლის ეკონომიკურ გეგმებზე საუბრობს.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, მინისტრის განცხადებით, სამი სტრატეგიული მიზანი აქვს:

  • სამუშაო ადგილების შექმნა (2025 წლამდე 50-60 000 სამუშაო ადგილის შექმნა);
  • ვაჭრობაში საექსპორტო პოტენციალის განვითარება ( საჭიროა საქსპორტო პოტენციალის გაზრდა)’
  • ინოვაციები და ტექნოლოგიები (რისი განვითარებაც უცხოური ინვესტიციების გარეშე ვერ მოხდება);

გიორგი ქობულიას განცხადებით, არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რაც ამ მიზნების შესრულებაში ხელს უშლის ქვეყანას. ეს გამოწვევებია:

  • სამუშაო ძალის კვალიფიკაცია.
  • საექსპორტო და სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტურობა;
  • პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა (და აქ საუბარია ხარისხის სისტემების შექმნაზე);
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა (აქ იგულისხმება, რომ მთელი რიგი ბიზნესები ვერ ვითარდება, რადგან მათთვის ზედმეტად ძვირია მათთვის კრედიტის აღება);
  • ინვესტორების მოზიდვა.
  • სახელმწიფო ქონების ეკონომიკური საქმიანობაში ჩართვა (მინისტრის განცხადებით, უმოქმედო პანსიონატები, კურორტები და მსგავსი ობიექტები დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას და მათი პრივატიზება არის ერთ ერთი დიდი გამოწვევა);
  • უმსხვილესი კომპანიები ჯერ კიდევ სახელმწიფო კომპანიებად რჩება.
  • საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.

გიორგი ქობულიამ გამოყო რამდენიმე მთავარი სექტორი, რომელშიც მის მიერ ჩამოთვლილი გამოწვევები პირველ რიგში უნდა გადაწყდეს. მათ შორისაა: ენერგეტიკა, სატვირთო ტრანსპორტი, მომსახურეობის სექტორი, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, წარმოების სექტორი, ინოვაციები და ტექნოლოგიები.

ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა პარლამენტის დეპუტატებს, მათაც მიმართონ წინადადებით, თუ რისი დამატება არის საჭირო 2019 წლის ეკონომიკურ გეგმაში, რათა მომავალ წელს, ამ დროს, პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად მისულ მინისტრს ამომწურავი პასუხის გაცემა შეეძლოს.

XS
SM
MD
LG