Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერის გავრცელების ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს


სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს(შსს) ინფორმაციით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.ლ, რომელმაც მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

ზუგდიდელი ზ.ლ. მეთვრამეტეა, ვისაც სამართალდამცავებმა ბოლო ხანს წაუყენეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვა-გავრცელების ბრალდება.

შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელებით გავრცელდა სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. მისი შენახვისა და გავრცელებისთვის დღემდე დაკავებული 17 პირიდან სამს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შუფარდა, ხოლო დანარჩენებს გირაო.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის შენახვა და ნებისმიერი საშუალებით გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და 4-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.

XS
SM
MD
LG