Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას განაგრძობს


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს გადაწყვეტს კიდევ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხს.

საბჭოს წევრები კენჭს უყრიან სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოში სამი წლით გამწესებულ რვა მოსამართლეს, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 15 თებერვალს ეწურება. მათ შორისაა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე, რომელმაც 2018 წლის 31 მაისს განაჩენი გამოუტანა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებს.

რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, უვადოდ უკვე დანიშნულია 146 მოსამართლე. ამ ინსტანციებში 280-მდე მოსამართლეა.

პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG