Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი, ერდოანი და როჰანი სოჭში სირიის მომავლის გეგმებზე მსჯელობენ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა თურქ და ირანელ კოლეგებს, გააგრძელონ მუშაობა „აქტიურად და თანმიმდევრულად“ ომით დანგრეული სირიის სტაბილიზაციის გეგმებზე მას მერე, რაც აშშ-ის ჯარი დატოვებს ამ ქვეყანას, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.

პუტინმა 14 თებერვალს განაცხადა ამის შესახებ სოჭში, სადაც ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს მასპინძლობს. სამიტი პუტინის და ერდოანის ორმხრივი შეხვედრით დაიწყო.

კრემლის თანახმად, სამი ქვეყნის პრეზიდენტები შეათანხმებენ „მომავალ ერთობლივ ნაბიჯებს იმ მიზნით, რომ სირიის ვითარება სტაბილური გახდეს სამომავლოდ. სამივე ქვეყანას ჯარი ჰყავს სირიაში და სურთ პოლიტიკური გზით მოგვარდეს კონფლიქტი და დასრულდეს შვიდ წლიანი ომი. მოსკოვი და თეირანი სირიის მთავრობას უჭერენ მხარს, თურქეთი და აშშ მეამბოხეთა ჯგუფებს უმაგრებენ ზურგს.

XS
SM
MD
LG