Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა გააძევა რუსეთთან დაკავშირებული სასულიერო პირი და პასპორტი ჩამოართვა მას


უკრაინამ განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა და მოსკოვთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირი ქვეყნიდან გააძევა. ამ ნაბიჯის ფონია ისტორიული განხეთქილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ სამყაროში და შედეგად, უფრო იძაბება ურთიერთობა კიევსა და მოსკოვს შორის.

ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს საქმეში აშშ-ის ოფიციალური პირების ჩართვა, რადგან უკრაინაში დაბადებული ეპისკოპოსი, გედეონი, ერობაში, იური ხარონი, აშშ-ის მოქალაქეც უნდა იყოს.

კიევში აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლმა ვერ დაადასტურა, არის თუ არა გედეონი აშშ-ის მოქალაქე. უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წევრი, გედეონი კიევში ბორისპოლის აეროპორტში ახალი ჩასული იყო აშშ-ში მივლინების შემდეგ 13 თებერვალს, როცა ის დააკავეს უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებით, რომ პროპაგანდას უწევს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ფლობს მეორე, ცნობით, აშშ-ის პასპორტს.

რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ უკრაინაში დაბადებული სასულიერო პირს ჩამოართვეს უკრაინული პასპორტი და ფრანკფურტში გაამგზავრეს 14 თებერვალს, დილით. ამის თაობაზე უკრაინის ხელისუფლებმა და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია.

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გედეონმა იცრუა, როცა თქვა, რომ პასპორტი დაკარგა და შემდეგ, დაკითხვის დროს კვლავ იპოვნა. დაკითხვის დროს, რომელიც ცალკე ოთახში შედგა კიევის აეროპორტში, გედეონს ჰკითხეს მისი განცხადების თაობაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის ქმედებას უკრაინაში და რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის ეკლესიის განცხადებთ, რომელსაც ავრცელებს კიევში მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლის,მთავარეპისკოპოს, კლიმენტის ოფისი, გედეონი აშშ-ში ცხოვრობდა, არის აშშ-ის მოქალაქე და მან წერილი მისწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პომპეოს და კონგრესის წევრებს და სთხოვა,უკრაინაში ეკლესიის საკითხი განიხილონ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტვიტერით გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს დაკითხვის ფრაგმენტები. იქვე მიწერილი კომენტარის თანახმად, გედეონი შემდგომ ფრანკფურტის თვითმფრინავში ჩასვეს.

ვიდეოში შემდგომ ჩანს, როგორ ემშვიდობება სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების თანხლებით თვითმფრინავისკენმიმავალი გედეონი თანმხლებ პირებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ აშშ-ში.

ფეისბუკით გედეონი იტყობინებოდა, რომ ის გაემართა აშშ-ში, მაგრამ არ აზუსტებდა, თუ რომელ ქალაქში. გედეონი დასძენდა, რომ „ის თვითმფრინავთან შეიარაღებულმა პირებმა მიაცილეს, როგორც დამნაშავე“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოში, თვითმფრინავში შესვლამდე, გედეონი მიუბრუნდება სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებს და ეუბნება მათ: „მე დავბრუნდები“.

XS
SM
MD
LG