Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში საფრანგეთის გრან პრის ჩემპიონი გახდა


ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ პარიზში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან პრიზე, ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ხუციბერიძე ფინალში 566 ქულით შევიდა, რაც მეორე შედეგი იყო. გადამწყვეტ სროლებში კი 235,2 ქულა მოაგროვა და ტურნირი საუკეთესო შედეგით დაასრულა.

ხუციბერიძის გარდა, ახალგაზრდა გოგონების კონკურენციაში ლიზი კილაძე და მარიამ ქობულაშვილიც ჩაებნენ და საკვალიფიკაციო ეტაპი ორივემ წარმატებით დაძლია. საბოლოოდ, ქობულაშვილმა მეექვსე ადგილი დაიკავა, კილაძემ - მერვე.

მამაკაცებში, ახალგაზრდებს შორის საქართველოს აკაკი მოსულიშვილი წარმოადგენდა და საპრიზო სამეულამდე სულ ცოტა დააკლდა - მეოთხე ადგილზე გავიდა. უფროსებში კი, ცოტნე მაჭავარიანი მივიდა ფინალამდე და ბოლოს მერვე ადგილს დასჯერდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG