ინდოეთი პაკისტანისგან ითხოვს, ზომები მიიღოს ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მისი ტერიტორიიდან ახორციელებენ ოპერაციებს. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა ჯგუფმა, რომელსაც პაკისტანში უდევს ბინა, 14 თებერვალს განახორციელა თავდასხმა, რის შედეგადაც ქაშმირში დაიღუპა ინდოეთის გასამხედროებული პოლიციის 44 თანამშრომელი. თავდასხმიდან რამდენიმე საათში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისლამაბადს მოუწოდა, „შეწყვიტოს იმ ტერორისტებისა და ტერორისტული ჯგუფების დახმარება“, რომლებიც პაკისტანს იყენებენ ბაზად.
ინდოეთი პაკისტანისგან ითხოვს, ზომები მიიღოს ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ

ყველაზე პოპულარული
1