“დღეისათვის შავი ზღვის უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოება განსაკუთრებული განხილვის საგანია. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ შავი ზღვის რეგიონის და საქართველოს უსაფრთხოების გარეშე ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი”, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელში, სადაც იმსჯელეს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე.
მამუკა ბახტაძის თქმით, მან ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციის სიმწვავეზე.
„ყურადღება გამახვილდა ევროპისა და აშშ-ის როლზე აგრესიის შეჩერების პროცესში. ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით და ჩვენი ერის მტკიცე პოზიციით, დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყანა”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.