Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრმა დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა


დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოინახულა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პალატაში გიორგი მამალაძესთან ჰქონდა ხანმოკლე გასაუბრება და ის კონტაქტური და ადეკვატურია. მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს საათებში ცნობილი გახდება სამედიცინო გამოკვლევების საბოლოო შედეგი და გადაწყდება, სად აჯობებს მკურნალობის გაგრძელება.

„მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში 15 თებერვალს, ინსულტის ნიშნებით გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG