Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა გაიწვია თავისი ელჩი ინდოეთიდან ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მატების ფონზე


ინდოეთის გასამხედროებული შენაერთის წევრები ქაშმირის ინდოეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე პატრულირების დროს
ინდოეთის გასამხედროებული შენაერთის წევრები ქაშმირის ინდოეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე პატრულირების დროს

პაკისტანმა კონსულტაციებისათვის გაიწვია თავისი ელჩი ინდოეთიდან ატომური იარაღით აღჭურვილ ორ მეზობელს შორის დაძაბულობის მატების ფონზე.

გადაწყვეტილების შესახებ 18 თებერვალს გამოაცხადა პაკისტანის საგარეო უწყებამ. მანამდე ორი ინციდენტის შედეგად დაიღუპნენ ათობით ინდოელი შეიარაღებული პირი და ჯარისკაცი.

ბოლო ასეთი ინციდენტი მოხდა 18 თებერვლის დილას, როცა ინდოეთის კონტროლქვეშ მყოფ ქაშმირში მეამბოხეებთან შეტაკებისას დაიღუპნენ, სულ ცოტა, ოთხი ინდოელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი.

ინდოეთის მედიის თანახმად, შეტაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც პაკისტანში დაფუძნებული ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფის, "ჯაიშ-ე-მოჰამადის" მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ჯარისკაცებს.

მედიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს ოპერაცია ექსტრემისტების დასაკავებლად, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, რა ბედი ეწიათ თავდამსხმელებს.

XS
SM
MD
LG