Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ზედანია: „სტუდენტებთან შეხვედრაზე დეკანის აღდგენაზე ლაპარაკი არ ყოფილა“


„ბიზნეს სკოლისთვის ახალ ფაკულტეტზე ავტონომიურობა უზრუნველყოფილი იქნება“, - ამის შესახებ განაცხადა ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

გიგა ზედანიას თქმით, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს ბიზნეს სკოლასთან დაკავშირებით, თუმცა, შეხვედრაზე დეკანის აღდგენის თაობაზე საუბარი არ ყოფილა:

„შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხმება სრულიად შესაძლებელია. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალ შექმნილ ფაკულტეტზე.

ასევე ვფიქრობთ, შეიქმნას ცალკე სტუდენტური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უნივერსიტეტის დონეზე წესდებაში ცვლილებებისთვის. ასევე ვთვლით, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობაა, გავაგრძელებთ შეხვედრებს და მუშაობას. ვმსჯელობთ ბიზნეს სკოლის სახელზე. რაც შეეხება დეკანის აღდგენას, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - აცხადებს გიგა ზედანია.

მეოთხე დღეა 20-მდე სტუდენტი მართავს შიმშილობის აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Fკორპუსში, რექტორის კაბინეტის წინ. სტუდენტებს ორი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: ბიზნესსკოლის შენარჩუნება და ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის დაბრუნება; აკადემიური საბჭოს გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG