Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირების ავტოსადგომზე პარკირებისთვის ჯარიმა გაიზრდება


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების თანახმად, შშმ პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10-ლარიანი ჯარიმა 50 ლარი გახდება.

ცვლილება შეეხება როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიას და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს.

“მართალია, აღნიშნული დარღვევა, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მაგრამ ფაქტები იმდენად ხშირია, რომ არსებული საკანონმდებლო ნორმები ეფექტურად ვერ ხორციელდება. სურათი კიდევ უფრო მძიმდება მეორეხარისხოვან ქუჩებზე და ავტოსადგომებზე“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ცოტნე ზურაბიანი.

თბილისში 402 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი შშმ პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.

XS
SM
MD
LG