პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
პარლამენტის ბიურომ 18 თებერვალს მხარი დაუჭირა “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეთავაზებული ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად, პროექტის განხილვა მიმდინარე კვირაში დაიწყება.
საკანონმდებლო ინიციატივა 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
პროექტის ინიციატორია პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე.