- როგორ აისახა ბოლო ერთი კვირის მოვლენები "თიბისი ბანკის" აქციების ფასზე ?
- როგორია ბანკის აქციების ზრდისა და ვარდნის დინამიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე?
21 თებერვალს თანამდებობები დატოვეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ. ხუთშაბათსვე ცნობილი გახდა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებიდან 12 წუთში "თიბისი ბანკის" აქციების ფასი 1.8%-ით გაიზარდა.
მანამდე, 14-20 თებერვლის პერიოდში, ანუ ეროვნული ბანკის განცხადების გამოქვეყნებიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლამდე, "თიბისი ბანკის" აქციების ფასი 1344-დან 1290 გირვანქა სტერლინგამდე დაეცა.
ასეთი დაბალი ფასი აქციებს 2016 წლის ოქტომბრის მერე არ ჰქონია, მაშინ, როცა ბანკი ჯერ კიდევ ორი თვის შესული იყო საფონდო ბირჟაზე.
ბანკის აქციების ფასმა ბირჟაზე შესვლიდან სამი წლის განმავლობაში პიკს გასული წლის აპრილში მიაღწია, როცა 1,880.000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს აქციების ფასის ვარდნა (80 გირვანქა სტერლინგით) ფიქსირდება 2019 წლის 8 იანვრიდან 9 იანვრამდე პერიოდშიც, მაშინ, როცა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია მის მიმართ დაწყებული გამოძიების შესახებ.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის" აქციების ფასის ცვალებადობა და ბოლო ტენდენციები შეგიძლიათ ნახოთ ამ ინტერაქტიულ გრაფიკზე.