მმართველი გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ეკა ბესელია ჩამოთვლის იმ ხუთ პუნქტს, რომელმაც მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ხარვეზები უნდა გამოასწოროს და სამართლიანი მართლმსაჯულების შექმნას შეუწყოს ხელი:
- ხალხს უნდა ვკითხოთ, უჭერენ თუ არა ისინი მხარს მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას. იმ მოსამართლეთა გამწესებას, რომლებიც იყვნენ სისასტიკის და არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედნი და დავიწყოთ კონსტიტუციური ცვლილება. მათ შორის, ეს ცვლილება უნდა შეეხოს იმ მოსამართლეებს, რომლებიც უკვე დანიშნულნი არიან უვადოდ.
- უნდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭო და ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დაუყოვნებლივ.
- იუსტიციის სკოლის რეფორმით უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შესვლა სასამართლოს ხელისუფლების შიგნით და ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდა ძალადობრივ რეჟიმს და სისასტიკეს, მათ უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება.
- იუსტიციის საბჭო უნდა დაკომპლექტდეს ახალი შემადგენლობით და დაბალანსებული კონფიგურაციით.
- უზენაეს სასამართლოში უნდა გავამწესოთ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულნი ძალადობრივ რეჟიმთან.
ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილების შესახებ 22 თებერვალს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.