ეფესბემ მოსკოვის სასამართლოს მიმართა თხოვნით, წინასწარი პატიმრობა გაუგრძელოს აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეითს, პოლ უილანს, რომელიც რუსეთშია დაკავებული ჯაშუშობის ბრალდებით. უილანის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებენკოვმა ინტერფაქსს განუცხადა, რომ ეფესბემ უილანის საქმის გამოძიება 28 მაისამდე გაახანგრძლივა და ლეფორტოვოს საოლქო სასამართლოსგან მოითხოვა, ამ დრომდე გაუგრძელონ უილანს წინასწარი პატიმრობა. მანამდე ჟერებენკოვმა თქვა, რომ სასამართლო 22 თებერვალს გამოაცხადებდა გადაწყვეტილებას.
უილანი 28 დეკემბერს დააპატიმრეს მოსკოვში და მას ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას შესაძლოა 20 წლით პატიმრობა მიესაჯოს. უილანის ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და მოსკოვში ქორწილზე დასასწრებად ჩავიდა.