Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახს სამშენებლო კომპანიამ კომპენსაცია გადაუხადა


მშენებლობაზე დაღუპული 26 წლის მუშის ოჯახს სამშენებლო კომპანიამ კომპენსაცია 40 ათასი ლარის ოდენობით აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალებით გადაუხადა.

კომპენსაცია კომპანიამ პროფკავშირების მიერ წარმოებული სასამართლო დავის შემდეგ გადაურიცხა დაზარალებულ ოჯახს.

​უბედური შემთხვევა 2018 წლის თებერვალში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოხდა. მშენებარე ​საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 26 წლის ჯ. ჯ. გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. მას სამშენებლო ლიფტიდან გაჯის ტომრები გადაჰქონდა სამუშაო პლატფორმაზე.

დაღუპულს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მარჩენალდაკარგული ოჯახის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იცავდა.

​სამუშაო ადგილზე გარდაცვლილის ოჯახსა და კომპანიას შორის მორიგების აქტი გაფორმდა, თუმცა, მიუხედავად მორიგების გაფორმებისა, მოსარჩელეებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალებით მოუწიათ დაკისრებული თანხის მიღება.

XS
SM
MD
LG