Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა- ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს


ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ის დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს.

22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

115-კაციანი უმრავლესობიდან ბექა ნაცვლიშვილის, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის გასვლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგა.

ამჯერად "ქართულ ოცნებას" 112 დეპუტატი დარჩა უმრავლესობაში; კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG