Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: სირიაში დარჩება მშვიდობის დამცველი 400 სამხედრო


თეთრმა სახლმა განმარტა თავისი გეგმები სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალების შესახებ და განაცხადა, რომ ამ ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში 400 სამხედროს დატოვებს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ მშვიდობის დამცველი ძალების რაოდენობა 200 იქნებოდა.

22 თებერვალს თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა ახალი მონაცემი და თქვა, რომ სამხედროები განთავსდებიან ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში, ტანფის გარნიზონის ნაწილის სახით. მანამდე, 21 თებერვალს თეთრი სახლის პრესმდივანი, სარა სანდერსი ამბობდა, რომ სირიაში "გარკვეული დროით" დარჩებოდა 200-მდე სამხედროსგან შემდგარი "სამშვიდობო" კონტინგენტი. სამხედროთა რიცხვის გაზრდის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი, ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალები მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო კონტინგენტის დატოვების თაობაზე, მას "პოზიტიური" ნიშანი უწოდა და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის სხვა წევრებსაც უბიძგოს სირიაში ძალების დატოვებისკენ. 22 თებერვალს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ის, რომ სირიაში სამხედროთა დატოვების გადაწყვეტილებით მან უკან დაიხია უფრო ადრე დადებილი პირობისგან, რომ იქიდან აშშ-ის მთელ კონტინგენტს გამოიყვანდა. "მე კურსს არ ვცვლი" - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში და დასძინა, რომ სირიაში დარჩება აშშ-ის ძალების თავდაპირველი შემადგენლობის "ძალიან პატარა, მცირე ნაწილი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG