Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი "ძალიან სახიფათოს" უწოდებს დაძაბულობას ინდოეთსა და პაკისტანს შორის


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ძალიან სახიფათო სიტუაციად" შეაფასა დაძაბულობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დელი "რაღაც ძალიან ძლიერს" განიხილავს მას შემდეგ, რაც მის ძალებს თავს დაესხნენ უთანხმოების საგნად ქცეულ ქაშმირში.

"ეს ორ ქვეყანას შორის შექმნილი ძალიან სახიფათო სიტუაციაა. ვისურვებდით ეს მალე დამთავრდეს" - თქვა ტრამპმა 22 თებერვალს. "მომხდარის გამო ინდოეთსა და პაკისტანს შორის ახლა ბევრი პრობლემაა" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში და დასძინა: "ინდოეთი რაღაც ძალიან ძლიერს განიხილავს. ინდოეთმა თავდასხმით თითქმის 50 ადამიანი დაკარგა. და ამდენად, მათიც მესმის".

ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს 14 თებერვალს მომხდარ თავდასხმაში ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში, რასაც 40-ზე მეტი სამხედრო შეეწირა და მეზობელს აფრთხილებს, რომ პასუხი ძლიერი იქნება. ისლამაბადი უარყოფს თავდასხმასთან კავშირს, დელის აფრთხილებს არ გადადგას არასწორი ნაბიჯები და აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს. ინდოეთის სამხედროებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანში განთავსებულმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ჯაიშ-ე მოჰამადმა.

XS
SM
MD
LG