Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ გაეროში წარმომადგენლად ასახელებს კანადაში ამჟამინდელ ელჩს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გაეროში აშშ-ის შემდეგ წარმომადგენლად ასახელებს ვაშინგტონის ამჟამინდელ ელჩს კანადაში, კელი კრაფტს.

"მოხარული ვარ გამცნოთ, რომ კელი ნაით კრაფტი, ჩვენი ამჟამინდელი ელჩი კანადაში, წარდგენილია აშშ-ის ელჩად გაეროში" - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე 22 თებერვალს. "კელიმ არაჩვეულებრივად იმუშავა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის რანგში და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოჩინებული. ვულოცავ კელის და მის ოჯახს" - დაწერა ტრამპმა.

გაეროში ელჩის პოსტზე კრაფტის კანდიდატურის განხილვის შესახებ ცნობები ერთი დღით ადრე ვრცელდებოდა. 21 თებერვალს სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის ოფისმა გამოაცხადა, რომ ეს გავლენიანი კანონმდებელიც მხარს კრაფტს უჭერდა - რომელიც მის შტატიდან, კენტუკიდან არის. ასოშიეიტედ პრესი იუწყებოდა, რომ კრაფტს ასევე მხარს უჭერდნენ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი. კრაფტი ქვანახშირის მილიარდერის, ჯო კრაფტის მეუღლეა. ცოლ-ქმარი მხარს უჭერდა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას 2016 წელს, ისინი რესპუბლიკური პარტიის მსხვილი დამფინანსებლები არიან.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG