Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთმა აშშ-ში პირველი ქალი ელჩი დანიშნა


საუდის არაბეთმა მისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე, აშშ-ში ელჩად პირველი ქალი დანიშნა.

სახელმწიფო მედია 23 თებერვალს იუწყება, რომ პრინცესა რიმა ბინთ ბანდარ ბინ სულთანი, აშშ-ში ყოფილი ვეტერანი ელჩის შვილი, იქნება ვაშინგტონში საუდის არაბეთის ახალი წარმომადგენელი. ის შეცვლის პრინც ხალიდ ბინ სალმანს, რომელიც ტახტის მემკვიდრის, მუჰამად ბინ სალმანის უმცროსი ძმაა. ხალიდ ბინ სალმანი დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და იმუშავებს ტახტის მემკვიდრის ხელმძღვანელობის ქვეშ, რადგან ტახტის მემკვიდრე პრინცი თავდაცვის მინისტრია. ორივე მათგანი მეფე სალმანის შვილია.

დანიშვნების ფონია რიადის მცდელობა გაანეიტრალოს გლობალური კრიტიკა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის შარშანდელი მკვლელობის გამო. ის საუდის არაბეთის აგენტებმა მოკლეს სტამბოლში მდებარე საკონსულოში.

XS
SM
MD
LG