Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცვის მხარე ითხოვს დავით კირკიტაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას


გურჯაანის რაიონული სასამართლო განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმის განხილვას.

დაცვის მხარე ითხოვს, რომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალოს. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, სასამართლოსთვის წარსადგენად მოამზადეს 15 ათასამდე მოქალაქის და პარლამენტის 27 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდების წერილები.

ადვოკატის განცხადებით, წინა სხდომაზე, რომელიც 12 თებერვალს გაიმართა, მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა მიმალვის საფრთხის გამო, რაც კონდახაშვილის შეფასებით, მხოლოდ ჰიპოთეტური, არარსებული საფრთხეა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს ბრალად ედება 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმა და სხვისი ქონების დაზიანება.

„ნაციონალური მოძრაობა“ კირკიტაძეს მიიჩნევს ივანიშვილის პირად, პოლიტიკურ პატიმრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG