Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირში სროლისას ორი ინდოელი სამხედრო და სამი მეამბოხე მოკლეს


I
I

ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ქაშმირში, ხუთი პირი, მათ შორის, ორი ინდოელი სამხედრო იქნა მოკლული შეტაკებისას. პაკისტანში დაფუძნებული ჯაიშე - ე - მოჰამადის დაჯგუფების და ინდოეთის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას სამი მეამბოხე ემსხვერპლა.

24 თებერვლის შეტაკება მოჰყვა ინდოეთის მიერ სეპარატიზმში ეჭვმიტანილი 169 პირის დაკავებას.

ჯაიშე-ე-მოჰამადმა იკისრა პასუხისმგებლობა 14 თებერვლის თავდასხმისთვის, როცა თვითმკვლელმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქა და უშიშროების 40 ინდოელი მოსამსახურე მოკლა.

ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა მომხდარში და მკაცრი საპასუხო ქმედებით დაემუქრა.

ისლამაბადმა უარყო ბრალდება და გააფრთხილა ნიუ დელი, რომ შურს იძიებს, თუ მასზე თავდასხმა მოხდა.

14 თებერვლის თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა ჯაიშე-ე-მოჰამადის რვა წევრი მოკლა და 50 პირი, ეჭვმიტანილები, მათი მოკავშირეები და მათი ნათესავებიდახოცეს.

XS
SM
MD
LG