Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდება


25 თებერვალს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს.

კანონპროექტის თანახმად, სექსუალური შევიწროების დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავე 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით დანაშაულზე კი ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება.

ჯარიმა უფრო მაღალია (500-800) დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში - თუ სექსუალური შევიწროება ხდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, შშმ პირის მიმართ.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება როგორც საჯარო სივრცეში, ისე შრომით ურთიერთობებში. გამოკვლევების მიხედვით, სექსუალურ შევიწროებას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადასწყდომია ყოველი მეორე ქალი როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისე სამუშაო გარემოში.

XS
SM
MD
LG