Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებს


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნას. იგი ამბობს,რომ კონსულტაციებს დაიწყებს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც თემატურად გაერთიანდება, თემა კი პირდაპირ დაუკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმასა და სამართლიანობის პროცესს“. ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობა შედგეს სოციალ-დემოკრატებთანაც.

„ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვფიქრობ და ამ კუთხით ვმუშაობ, თანამოაზრეებთან გვექნება კონსულტაციები. დღეიდან დავიწყებ ყველა იმ ადამიანთან კონსულტაციას, რომელიც ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ შეიძლება იყოს მოაზრებული,“- განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც თავის მოსაზრებას გამოთქვამს ახალ უმცირესობასთან დაკავშირებითაც:

ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება პარლამენტში არ ვიცით, თუმცა არსებული უმცირესობა ავტომატურად დაიშლება მაშინვე, როგორც კი უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს. იმათ გარდა, ვინც ერთ პოზიციაზე ვდგავართ, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მექნება სხვებთანაც.“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. უმრავლესობის დატოვების განზრახვის შესახებ განაცხადეს ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლებმა გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

XS
SM
MD
LG