Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო


არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება.

„სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია და სამართალდამცავები ასეთი ფაქტების მიმართ ლოიალურები უნდა იყვნენ“, - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, მსგავსი კადრების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ წაშალონ ასეთ მასალა და აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.

ფეისბუკის დახურულ ჯგუფში გავრცელებულ ვიდეოში ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრება იყო ასახული.

XS
SM
MD
LG