Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელმა და თალიბანის თანადამაარსებელმა ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკება გამართეს


აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი ყატარში შეხვდა ავღანეთის თალიბანის თანადამაარსებელს, იმ ფონზე, როცა მატულობს ძალისხმევა მოლაპარაკების მეშვეობით გადაიჭრას ავღანეთში 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი.

"ახლახან დავამთავრეთ სამუშაო სადილი მოლა [აბდულ ღანი ბერადართან] და მის გუნდთან. ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა. ახლა მოლაპარაკებას ვიწყებთ" - დაწერა ხალილზადმა ტვიტერზე 25 თებერვალს.

ბარადარი ოქტომბერში გაათავისუფლეს, მანამდე მან რვა წელი დაჰყო პაკისტანის ციხეში. ის დღემდე პაკისტანში რჩება და ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა. თალიბანის პოლიტიკურ ლიდერად მისი დანიშვნა აღქმულ იქნა თალიბანის მხრიდან ახალ მცდელობად მიაღწიოს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ლეგიტიმურობას.

თალიბანის პრესმიდვანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" უთხრა, რომ ოთხდღიან მოლაპარაკებაში არსებობს "გარკვეული შედეგების მიღწევის შესაძლებლობა". თალიბანს, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ამჟამად აკონტროლებს ავღანეთის თითქმის ნახევარს, რამდენიმე მოლაპარაკება ჰქონდა ხალილზადთან ბოლო თვეებში. თუმცა ეს ექსტრემისტული ჯგუფი უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე ავღანეთის მთავრობასთან და მათ "მარიონეტებს" უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG