Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა


კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩავიდა ვიეტნამში, სადაც 27-28 თებერვალს დაგეგმილია მისი მოლაპარაკება აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის მატარებელი ჩინეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ გაჩერდა ვიეტნამის ქალაქ დონგდანგში, სადაც მას საპატიო ყარაულით და წითელი ხალიჩით დახვდნენ ვიეტნამის მთავრობის ოფიციალური პირები. სავარაუდოა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ავტომანქანით ჩაიყვანენ.

დღის მეორე ნახევარში ჰანოიში ჩავა აშშ-ის პრეზიდენტიც. კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების წინ დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმდებიან ბირთვული იარაღისგან კორეის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი მოლაპარაკება 2018 წლის ივნისში, სინგაპურში გაიმართა. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ ფხენიანი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ შეწყვეტს მუშაობას ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ბოლო ხანს მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ ჩრდილოეთ კორეა ამ პირობას არღვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG