Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტში "თიბისი ბანკის" საკითხის განხილვა ვერ შეძლეს


ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ვერ შეძლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით განეხილა „თიბისი ბანკის“ გარშემო ბოლო ხანს განვითარებული პროცესები.

საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ განხილვის ფორმატთან დაკავშირებით.

უმრავლესობა სხდომის დახურვას ემხრობოდა იმ მოტივით, რომ საქმე ეხებოდა საფინანსო სექტორისთვის მგრძნობიარე და შესაძლოა, კომერციული საიდუმლოს შემცველ საკითხსაც, ოპოზიცია კი საზოგადოების საჯაროდ ინფორმირებას მოითხოვდა.

საბოლოოდ, სხდომა დასრულებულად გამოაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG