რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ჩაერევა საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ ამერიკელი დამფუძნებლის, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული მაიკლ კალვის საქმეში. ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
მანამდე „ბერინგ ვოსტოკმა“ პუტინს მიმართა თხოვნით, „პირად კონტროლზე" აიყვანოს კალვისა და რამდენიმე მენეჯერის საქმე.
კრემლის თანახმად, პუტინს ატყობინებენ ყველა სიახლეს კალვის საქმესთან დაკავშირებით.
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბანკ „ვოსტოჩნის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, შერზოდ იუსუპოვმა კალვის მიმართ საქმის აღძვრის თხოვნით მიმართა პირადად ივან ტკაჩოვს, რუსეთის უშიშროების სამსახურის ეკონომიკური სამსახურის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსს.
ტკაჩოვის სახელი უკავშირდება რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაევის საქმესაც.
გამოძიების ვერსიით, მაიკლ კალვის მიერ იქნა ორგანიზებული თაღლითური სქემა ბანკ „ვოსტოჩნიდან“ 2,5 მილიარდი რუბლის მისათვისებლად. კალვი უარყოფს ბრალდებას.
ის და კიდევ ხუთი ადამიანი 15 თებერვალს მოსკოვში დააკავეს.