Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ კონგრესმენთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია პრეზიდენტის მიერ მექსიკასთან საზღვარზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 245-მა კონგრესმენმა. წინააღმდეგი იყო 182. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფი დემოკრატების გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 13-მა რესპუბლიკელმაც.

დონალდ ტრამპმა 15 თებერვალს გამოსცა მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულება. აშშ-ის პრეზიდენტი ამ გზით ცდილობს კონგრესისთვის გვერდის ავლით ბიუჯეტიდან დახარჯოს რამდენიმე მილიარდი დოლარი მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპმა უფლებამოსილებას გადაამეტა და კონგრესისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ კომპეტენციაში შეიჭრა.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას კენჭი უნდა უყაროს სენატმაც, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. ამასთან, სენატის თანხმობის შემთხვევაშიც კი, პრეზიდენტს გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება აქვს.

XS
SM
MD
LG