ბაქოში დასრულდა საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრა.
პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და საპატიო ყარაულს აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა.
აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.