Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კვაჭანტირაძე: „ქართული ოცნების“ დატოვება  ჩემი სუვერენული გადაწყვეტილებაა


ზვიად კვაჭანტირაძე
ზვიად კვაჭანტირაძე

„ეს არის ჩემი სუვერენული გადაწყვეტილება და ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მის მიერ „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილების განმარტებისას.

როგორც დეპუტატი ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც პარლამენტის მცირერიცხოვან ჯგუფს პარტიის დატოვებისკენ უბიძგა, არის სასამართლოს თემა. მისივე განმარტებით, მიზეზები მხოლოდ სასამართლოს თემითაც არ ამოიწურება.

ზვიად კვაჭანტირაძემ მედიასთან განმარტა,რომ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. "მაშინ გადაწყდა, რომ ნაჩქარევი იქნებოდა აღნიშნული ნაბიჯი და სწორი არ იქნებოდა“, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად განაცხადი, პროტესტი იმის საწინააღმდეგოდ, რა სიტუაციაშიც ვართ ჩვენ დღეს პარლამენტში. ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ ბაქოში, სადაც იგი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG