Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში 25 ადამიანი დაიღუპა რკინიგზის სადგურზე ხანძრის შედეგად


ეგვიპტელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე ადამიანი დაშავდა დედაქალაქ კაიროში რკინიგზის სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად.

ცნობების თანახმად, მატარებელი დაეჯახა ზღუდეს კაიროს ცენტრალურ, რამზესის სადგურზე, რასაც მოჰყვა საწვავის ავზის აფეთქება. ცეცხლში გაეხვია ერთ-ერთი ბაქანი და მიმდებარე შენობები.

კაიროს რკინიგზის საავადმყოფოს დირექტორი მოჰამედ საიდი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მოსტაფა მადბულის განცხადებით, ავარიის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. დაწყებულია გამოძიება.

XS
SM
MD
LG