Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ვერ შეთანხმდნენ


აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე - ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკების დღევანდელი რაუნდი წინასწარ დაგეგმილი ხუთი საათის ნაცვლად დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG