Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეწყდა


28 თებერვალს, თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია პროტოკოლის შესაბამისად შეწყდა დონორის ოპერაციისათვის არადამაკმაყოფილებელი პარამეტრების გამო.*

ოპერაციას პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს ილიას უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები და პროფესორები.

ოპერაცია კლინიკა „ინოვაში“ ქართველი და კორეელი ექიმების თანამშრომლობით მიმდინარეობდა. 49 წლის ქალს ღვიძლი 54 წლის ბიძაშვილისთვის უნდა გადაენერგა.

უახლოეს მომავალში, ექიმები შეაფასებენ შეძლებს თუ არა იგივე დონორი რეციპიენტისათვის ღვიძლის გაზიარებას.*

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები საქართველოში 2014 წლიდან ტარდება.

28 თებერვალს საქართველოში ღვიძლის გადანერგვის მეთექვსმეტე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეწყდა.

თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეწყდა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:40 0:00

ექიმების განცხადებით, დღემდე ჩატარებული თხუთმეტივე ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტები თავს კარგად გრძნობენ.

შენიშვნა

* ახალი ამბის თავდაპირველ ვარიანტში იყო შემდეგი ფორმულირება: თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა.

* ახალი ამბის თავდაპირველ ვარიანტში იყო შემდეგი ფორმულირება: ექიმების განმარტებით, ქალი ვეღარ გაუწევს დონორობას ბიძაშვილს. ეს ინფორმაცია ეფუძნებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროფესორის ივანე აბიათარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

დაზუსტებები ეფუძნება ოპერაციის ჯგუფის ხელმძღვანელის, ექიმ-ტრანსპლანტოლოგის, კობა შანავას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG