Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში პატიმრობა მიუსაჯეს ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ძმისშვილს


დმიტრი კისელიოვი
დმიტრი კისელიოვი

მიუნხენის სასამართლომ ორი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, დმიტრი კისელიოვის ძმისშვილს, სერგეი კისელიოვს. ეს ცნობა სასამართლოს დარბაზიდან გაავრცელა ტელეარხ ერ-ტი-ვი-აი-ს (RTVi) კორესპონდენტმა.

სერგეი კისელიოვს ბრალად ედება აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლქტთან კავშირი. მისი ბიძა მიჩნეულია კრემლის კურსის პროპაგანდისტად და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალისტად.

ცნობების თანახმად, კისელიოვმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა, მაგრამ განაცხადა, რომ არავინ მოუკლავს.

გამოძიების ვერსიით, სერგეი კისელიოვი აპირებდა მონაწილეობას დონბასის შეიარაღებულ კონფლიქტში, უკრაინის ტერიტორიის ამ ნაწილის რუსეთთან მიერთების მიზნით. სასამართლოში განხილვის საგანი არ ყოფილა საბრძოლო მოქმედებებში ბრალდებულის უშუალოდ მონაწილეობის საკითხი.

ბრალდების მხარემ კისელიოვი დამნაშავედ ცნო დანაშაულის მომზადებაში, რომელიც ემუქრება გერმანიის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს კანონს იარაღის კონტროლის შესახებ.

XS
SM
MD
LG