Accessibility links

site logo site logo

პიტერ ვიბლერი: „თიბისი ბანკის“ტიპის საქმეებს ინვესტორებზე გავლენის მოხდენა შეუძლია


მსოფლიო თვალყურს ადევნებს „თიბისი ბანკის“ საქმეს და აინტერესებს როგორ განვითარდება იგი - განუცხადა ჟურნალისტებს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა. მისი შეფასებით, „თიბისის ბანკისა“ და მსგავსი საქმეები შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქართველოს შესახებ ინვესტორების წარმოდგენაზე.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველო იყოს საიმედო, უსაფრთხო პარტნიორი ინვესტიციებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმას რაც ხდება ამ ტიპის საქმეებში, შეუძლია გავლენა მოახდინოს ინვესტორების სურვილებზე, ინვესტიციები ჩადონ მომავალში საქართველოში.“- განაცხადა პიტერ ვიბლერმა ანაკლიაში.

28 თებერვალს ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი გაიხსნა, გამოცხადდა ასევე საგრანტო პროგრამა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG