ისრაელის გენერალური პროკურორი აპირებს კორუფციაში ბრალი წაუყენოს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს.
ავიჰაი მანდელბლიტის განმარტებით, ბრალდება სამ შემთხვევაში იქნება წაყენებული. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ნეტანიაჰუ საჩუქრებს იღებდა მდიდარი ბიზნესმენებისგან დაახლოებით 300 ათასი დოლარის ოდენობით, ასევე სამსახურს უწევდა მედია ბიზნესის წარმომადგენლებს, პრესაში თავისი საქმიანობის დადებითი მხრიდან გაშუქებისთვის.
ნეტანიაჰუ უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მემარცხენე ეს პარტიების ნამოქმედარია. პრემიერს შეუძლია ბრალდების უარყოფით წარდგეს საგანგებო მოსმენების წინაშე.
მოსმენები გაიმართება სავარაუდოდ, 9 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
თუ ნეტანიაჰუს არგუმენტები არ მიიღეს, ეს იქნება პირველი შემთხვევა ისრაელის ისტორიაში, რომ ბრალს უყენებენ მოქმედ პრემიერს.
ისრაელის პრესა მოელის, რომ ბრალდების წაყენებას გავლენის მოხდენა შეუძლია არჩევნების შედეგებზე.
ნეტანიაჰუმ დღემდე ოთხ არჩევნებში გაიმარჯვა.