Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ითხოვს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას 


ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ "ფეისბუკის" საკუთარი საადვოკატო ბიუროს გვერდზე რიგით მეორე განცხადება გამოაქვეყნა.

ადვოკატი განცხადებაში გამოეხმაურა პროკურატურის განმარტებას, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო. ზვიად კორძაძე საგამოძიებო ორგანოსგან ითხოვს სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები:

„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო.
აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაც ადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით.

როგორც ზვიად კორძაძე აღნიშნავს, დაკითხვის ოქმების გამოქვეყნება გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის პირველი განცხადებით, პროკურატურა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს საიდუმლო გრიფით იძიებს.

კორძაძის თანახმად, საქმეზე ბრალდებული არავინაა, თუმცა პროკურატურა პერიოდულად აკეთებს განცხადებებს და აქვეყნებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით, არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ.

ამ ეტაპზე გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG